Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაებმება


უკრაინის ყოფილმა პრემიერმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ აპირებს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილოება. არჩევნები უკრაინაში 25 მაისს უნდა ჩატარდეს. ტიმოშენკოს მომხრეთა თანახმად, ის თვითონ ჩაუდგება სათავეში წინასაარჩევნო კამპანიას. ტიმოშენკო ციხიდან უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ გათავისუფლა. მას 7 წლით ციხე მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. დასავლეთში მისი პროცესი პოლიტიკურად იყო შეფასებული.
XS
SM
MD
LG