Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას საქმეზე დააკავეს ექსპერტი ლევან ჩაჩუა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის მოადგილის რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე 20 მარტს ღამით პროკურატურამ ექსპერტი, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე, ლევან ჩაჩუა დააკავა. მას სამსახურებრივი გულგრილობა ბრალდება. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მთავარი პროკურატურის საგანგებო განცხადების თანახმად, ლევან ჩაჩუამ არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდათ სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. „ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით“, - განაცხადეს პროკურატურაში. ლევან ჩაჩუას მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG