Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჟვანიას განცხადებით, გამოძიება კულმინაციას უახლოვდება


„ლევან ჩაჩუას დაკავება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების ერთ-ერთი ეტაპია“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესსნიუსს“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ, გიორგი ჟვანიამ განუცხადა. მისი შეფასებით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კულმინაციას უახლოვდება. გამოძიების დასრულებამდე იგი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ლევან ჩაჩუას დაკავება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რაც შეეხება გვამის ექსჰუმაციას, გიორგი ჟვანია აცხადებს, რომ გარდაცვლილის ოჯახი ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე თანახმაა.
XS
SM
MD
LG