Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გამოაქვეყნებს ახალ „შავ სიას“


ევროკავშირმა გადადო რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომელიც 3 ივნისს უნდა გამართულიყო. ევროსაბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რუმპეს თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უარს აცხადებენ რუსეთთან ორმხრივი სამიტების გამართვაზე. ამას გარდა, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, გაზარდონ სია, რომელშიც შესულია რუსეთის ის მოქალაქეები, რომელთა მიმართაც ყირიმის ანექსიის გამო სანქციები ვრცელდება. გაზრდილი „შავი სია“, რომელშიც მთლიანობაში 33 ადამიანი შევა, პარასკევს გამოქვეყნდება - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. მისი თქმით, ეს სია დიდწილად ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შედგენილ სიას. ამას გარდა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თანახმად, ევროკომისია მოამზადებს ეგრეთ წოდებული „მესამე დონის“ სანქციებს, რომელიც რუსეთის მიმართ სავაჭრო-ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. განცხადების თანახმად, ეს სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ კონფლიქტი ყირიმის საზღვრებს გასცდება.
XS
SM
MD
LG