Accessibility links

logo-print
21 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარ იყო კავშირის – „ჩვენი ბავშვები“ – წარმომადგენელი ლია ტაბატაძე. 21 მარტს დაუნის სიმდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებები მთავარი მიზანი საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვებაა. შეიცვალა თუ არა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულება? არსებობს თუ არა სტიგმები მათ მიმართ? მალავენ თუ არა მშობლები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სახლებში და როგორ გარემოში უნდა იზრდებოდნენ ისინი? სწორედ ამ და სხვა თემებზე ისაუბრა ლია ტაბატაძემ ჩვენს დილის ეთერში.
XS
SM
MD
LG