Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა და ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს მოაწერეს ხელი. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმებების ხელმოწერაზე გასული წლის ნოემბერში თქვა უარი. ევროკავშირის სამიტის პირველ დღეს, კავშირის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს არ დაუშვას უკრაინაში სიტუაციის შემდგომი დესტაბილიზაცია. ხუთშაბათს ევროკავშირმა და აშშ-მა გააფართოვეს მათ მიმართ შემუშავებული სანქცირებულ პირთა სია. ამის პასუხად რუსეთმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ამერიკელ მოხელეს. ხოლო სატელევიზიო კომენტარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სარკასტულად აღნიშნა, რომ ის გახსნის ანგარიშს ბანკ „როსიაში“, რომელსაც ამერიკამ სანქციები დაუწესა.
XS
SM
MD
LG