Accessibility links

მედვედევი „ხარკოვის შეთანხმების“ გაუქმებას ითხოვს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დენონსირება უნდა მოხდეს კიევსა და მოსკოვს შორის 2010 წელს დადებული შეთანხმებისა, რომლის თანახმად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლში განლაგების სანაცვლოდ უკრაინა ათას კუბურ მეტრ რუსულ გაზს 100 დოლარის ფასდაკლებით ღებულობდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე პარასკევს, მედვედევმა აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის მიმართ 16 მილიარდი დოლარის დავალიანება დაუგროვდა, საიდანაცა ხარკოვის შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, უკრაინამ 11 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხადოს. ხარკოვის შეთანხმება, რომელიც 2010 წელს კიევსა და მოსკოვს შორის დაიდო, ბუნებრივ აირის შეღავათიან ფასში მიწოდების სანაცვლოდ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 25 წლით ყოფნას აკანონებდა.
XS
SM
MD
LG