Accessibility links

logo-print

პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო კანონის პროექტი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა. აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ნაბიჯს „ანექსია“ უწოდეს და რუსეთის ხელისუფლების ათობით წარმომადგენლისა და მათ შორის კომპანიების წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო სანქციები შემოიღეს. უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ არ დაუშვებს მიწის არც ერთი გოჯის მიტაცებას და ყველა ღონეს იხმარს ყირიმის გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG