Accessibility links

logo-print

საქართველოს დელეგაცია არ აპირებს დაესწროს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრას


რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის გამო საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ აპირებს დაესწროს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრას, რომელიც 28 მარტს მოსკოვშია დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს აცნობა უმრავლესობის ლიდერმა, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა დავით საგანელიძემ. მან აღნიშნა, რომ უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელისგან მიიღო წერილი, რომ მოსკოვში სხდომაზე დასწრებას არც რადის დეპუტატები აპირებენ. „თუკი სხვა პოზიცია ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან პარლამენტის ბიუროს, მაშინ შეიძლება საკითხის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ", - განაცხადა საგანელიძემ.
XS
SM
MD
LG