Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: ყირიმის შემთხვევა არ არის 21-ე საუკუნის პირველი ანექსია


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განცხადებას, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ უკრაინაა ევროპაში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც დაირღვა. „საქართველო ყველას შეახსენებს, რომ ყირიმის შემთხვევა არ არის 21-ე საუკუნის პირველი ანექსია და უკრაინა არ არის ევროპის პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შეილახა და დაირღვა საერთაშორისო სამართლის ნორმები“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ევროპარლამენტის პრეზიდენტს როგორც ჩანს, გამორჩა, რომ 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მას აღიარებული აქვს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG