Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ექსტრემისტებმა ცხრა სამოქალაქო პირი მოკლეს


სულ მცირე ცხრა სამოქალაქო პირი, მათ შორის 4 ქალი და ორი ბავშვი დაიღუპნენ ქაბულის ფეშენებელურ სასტუმრო „სერენა ჰოტელში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის კანადის, ახალი ზელანდიის, ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები არიან. პოლიციის ინფორმაციით, ოთხმა სავარაუდო თალიბმა ექსტრემისტმა მალულად მოახერხა სასტუმროში შეღწევა და რესტორანში მყოფ სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა „ფრანს პრესის“ სააგენტოს ადგილობრივი კორესპონდენტი სარდარ აჰმადი, მისი მეუღლე და ორი შვილი. საპასუხო სროლის შედეგად ოთხივე თავდამსხმელი გაანადგურეს. „სერენა ჰოტელი“, რომელშიც გაეროს თანამშრომლები ცხოვრობენ, ერთ-ერთი ყველაზე დაცული სასტუმროა ქაბულში. თავდასხმაზე პასუხიმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG