Accessibility links

გაეროს ლიდერი გამოდის უკრაინის სუვერენობის პატივისცემისაკენ მოწოდებით


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი კიევში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით ყირიმის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ - გაეროს ქარტიის საფუძველზე, „უკრაინის სუვერენობის, ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ჩათვლით“. ბან კი მუნი ამ მოწოდებით გამოვიდა პარასკევს, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ალექსანდრ ტურჩინოვთან შეხვედრის შემდეგ. წინა დღეს გაეროს ლიდერი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ის რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს „პირდაპირი და კონსტრუქციული“ დიალოგისაკენ. ტურჩინოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს შეურიგდება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.
XS
SM
MD
LG