Accessibility links

logo-print

ეუთო უკრაინაში აგზავნის 500-მდე სამოქალაქო მეთვალყურეს


ეუთო უკრაინაში ექვსი თვით აგზავნის 500-მდე სამოქალაქო მეთვალყურეს. ეუთოს წევრმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარასკევს საღამოს ვენაში გამართულ შეხვედრაზე. აქამდე რუსეთი ბლოკავდა ეუთოს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში მეთვალყურეების გაგზავნას. ეუთოს მისიისათვის მინიჭებული მანდატი არ ითვალისწინებს მეთვალყურეების ჩასვლას ყირიმში, რომლის ანექსიაც ამ კვირაში მოახდინა რუსეთმა დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად. ეუთოს განცხადებით, სამეთვალყურეო მისიის შტაბ-ბინა კიევში იქნება, მისიის წევრები იმუშავებენ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ხერსონში, ოდესაში, დონეცკსა და ლუგანსკში.
XS
SM
MD
LG