Accessibility links

logo-print

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 27 ადამიანი შეიწირა


ერაყში ძალადობის აქტებმა პარასკევს, სულ ცოტა, 27 ადამიანი შეიწირა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ისლამისტმა ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს დასახლებაზე, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით, 200-მდე კილომეტრში მდებარეობს. იქ, სარჰას გარშემო, შეტაკებები გრძელდებოდა ბოლო კვირების განმავლობაში. პარასკევს მოწყობილ თავდასხმებს შორის იყო თავდასხმა პოლიციის შტაბ-ბინაზე ბაღდადის ჩრდილოეთით, 120-მდე კილომეტრში მდებარე ინჯანში, სადაც, სულ ცოტა, ცხრა პოლიციელი დაიღუპა. ძალადობა წინ უსწრებს ერაყში 30 აპრილის საპარლამენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG