Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქმე ეხება ალექსანდრე გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების ფაქტს. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს პროკურატურას შეკითხვები აქვს ასევე 2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში"" შეჭრის, დარბევის და უკანონოდ დაუფლების, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობისა, მუხროვანის სამხედრო ამბოხისა და კიდევ რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, უწყება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრს, დედას დღეს ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში 2014 წლის 27 მარტს არის დაბარებული. პროკურატურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი არ იცავს.
XS
SM
MD
LG