Accessibility links

რუსეთი ევროკავშირის სანქციებს რეალობას მოკლებულს უწოდებს


რუსეთი რეალობას მოკლებულს უწოდებს ევროკავშირის მიერ შედგენილ სიას, რომელიც სავიზო და ფინანსურ სანქციებს უწესებს რუსეთისა და უკრაინის წამყვან პოლიტიკოსებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდ ლუკაშევიჩმა შაბათს აღნიშნა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას შესაბამისი პასუხი გასცეს სანქციებს. ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა უკრაინაში დაეხმარება „უკრაინის კრიზისის მოგვარებას“ და შეაჩერებს „ნაციონალისტ ბანდიტებს“. ლუკაშევიჩმა ამასთან დასძინა, რომ მისიის მანდატი არ გავრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ. ეუთო აცხადებს, რომ სადამკვირვებლო მისია ექვსი თვის განმავლობაში შეაგროვებს ინფორმაციას უსაფრთხოების მდგომარეობაზე უკრაინაში.
XS
SM
MD
LG