Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდეს


მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას, თუნდაც მისთვის უხერხულს, ამომწურავი პასუხი გასცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მასზე ძებნა გამოცხადდება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქმე ეხება რამდენიემ გახამურებულ სისიხსლი სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. "თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი", - განმარტა ღარიბაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში 2014 წლის 27 მარტს არის დაბარებული. პროკურატურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი არ იცავს, უწყებაში დაბარებულია მოწმის სახით დასაკითხად და სხვა რაიმე ღონისძიება მასთან მიმართებაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.
XS
SM
MD
LG