Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოსკასტროფას პაკისტანში 35 კაცი შეეწირა


35 მგზავრი დაიღუპა და 20 დაშავდა ავტობუსისა და ბენზინმზიდის შეჯახებისას პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში. ავტოკატასტროფა ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ გადანში, პროვინციის ადმინისტრაციული ცენტიდან 600 კილომეტრის დაშორებით მოხდა. პოლიციის წარმომადგენლების თქმით მძიმე შედეგები გამოიწვია გავრცელებულმა პრაქტიკამ, როდესაც ავტობუსით მგზავრებთან ერთად საწვავით სავსე კანისტრებიც გადააქვთ.
XS
SM
MD
LG