Accessibility links

logo-print

ჩინეთი თვითმფრინავის ფრაგმენტების წარმოშობას იკვლევს


ჩინეთი იკვლევს ინდოეთის ოკეანეში სატელიტის საშუალებით მიღებულ გამოსახულებას, რომელიც, შესაძლოა, მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებული თვითმფრინავის ფრაგმენტებს წარმოადგენდეს. მალაიზიის მოქმედმა ტრანსპორტის მინისტრმა აღნიშნული განცხადება შაბათს გააკეთა და განაცხადა, რომ დეტალური ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. „ბოინგ 777“ ტიპის თვითმფრინავი, რომელშიც 239 ადამიანი იმყოფებოდა, 8 მარტს დაიკარგა. ოპერაცია, გაუჩინარებული თვითმფრინავის ადგილსამყოფლის დასადგენად, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის ათობით ხომალდი და თვითმფრინავი მონაწილეობს, დღემდე უშედეგოდ გრძელდება.
XS
SM
MD
LG