Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტები და რუსი სამხედროები უკრაინულ სამხედრო ნაწილებში შეიჭრნენ


რუსეთის მომხრე დემონსტრანტები დასავლეთ ყირიმში განლაგებულ უკრაინულ საავიაციო ნაწილში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 200-მდე შეუიარაღებელი დემონსტრანტი, შეძახილებით „რუსეთი! რუსეთი“ ქალაქ ნოვოფედორივკაში განლაგებულ სამხედრო ბაზაში ფანჯრებს ამსხვრევენ. უკრაინელი სამხედროები თავის მხრივ ჩაიკეტნენ ნაწილში და იქიდან თავდამსხმელებს ცრემლმდენ ჭურვებს უშენენ. ამავრდოულად, სევასტოპოლთან ახლოს უკრაინის საავიაციო ბაზა ბელბეკში რუსმა სამხედროებმა ულტიმატუმი წაუყენეს ნაწილში ბლოკირებულ უკრაინელ სამხედროებს. ბაზის მეთაური მოადგილემ ოლეგ პოდაოვალოვმა განაცხადა, რომ „რუსმა სამხედროებმა ერთი საათი მოგვცეს ბაზის დასატოვებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში იერიშს დაიწყებენ.“
XS
SM
MD
LG