Accessibility links

logo-print

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის დევნაზე საუბრობს


"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას მასზე დევნის დაწყებად მიიჩნევს. ამის თაობაზე საუბარია პროკურატურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. „მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყება ის წითელი ხაზია, რომლის გადალახვაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სვლას ევროპული ოჯახისკენ. კერძოდ, სერიოზული საფრთხე შეიძლება შეექმნას ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ნატოში გაწევრიანების პროცესს, რაც მხოლოდ და მხოლოდ აგრესორ სახელმწიფოს - რუსეთს - აძლევს ხელს“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში 2014 წლის 27 მარტს არის დაბარებული. პროკურატურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი არ იცავს. გამოძიებას ყოფილ პრეზიდენტს ათამდე გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე აქვს შეკითხვები.
XS
SM
MD
LG