Accessibility links

logo-print

ლუკაშენკომ „ცუდი პრეცედენტი“ უწოდა ყირიმის ანექსიას


ბელორუსიის პრეზიდენტი „ცუდ პრეცედენტს“ უწოდებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, თუმცა, აცხადებს, რომ რეგიონი უკვე „დე ფაქტო“ რუსეთის ნაწილია. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არ აღიარა რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის ფაქტი, ლუკაშენკომ კვირას განაცხადა, რომ „ვაღიარებთ ამას, თუ არა, დღეს ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს აღარაფერს არ შეცვლის“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსი ეროვნების მოქალაქეების დაცვის მიზნით ერთი თვის წინ ყირიმის ანექსიის ბრძანება გასცა. ბელორუსიაში, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა დომინირებს, იზრდება შიში, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, იგივე საბაბი სამომავლოდ ბელორუსიის მიმართაც გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG