Accessibility links

logo-print

ნატოს სარდალი საგანგაშოს უწოდებს რუსეთის ძალების კონცენტრაციას დნესტრისპირეთთან


ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი (SACEUR) გენერალი ფილიპ ბრიდლავი საგანგაშოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთს განთავსებული ჰყავს სამხედრო ძალები, რაც, გადაწყვეტილების შემთხვევაში, საკმარისია დნესტრისპირეთში შეჭრისათვის. გერმანიის მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა, რომ ალიანსს საკმარისი ძალები ჰყავს მზადყოფნაში და ტარდება გაძლიერებული წვრთნები, რაც საჭიროა მოკავშირეების დასაცავად და საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. თუმცა, რაც შეეხება ნატოს შესაძლო სამხედრო მანევრებს კალინინგრადის საზღვართან, ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი მიიჩნევს, რომ ეს „უკიდურესად დაძაბავს ვითარებას და არ იქნება სასარგებლო.“
XS
SM
MD
LG