Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა რამიშვილი ტოვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას


შალვა რამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს. რამიშვილი ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ ტელევიზიაში საავტორო შოუს გაკეთებით ხსნის. „ეს გადაწყვეტილება არაა დაკავშირებული პოლიტიკურ სიტუაციასთან. უბრალოდ ვუბრუნდები იმ ხელობას, რომელიც ჩინოვნიკობაზე უკეთ გამომდის. ამასთან, ვრჩები პრეზიდენტ მარგველაშვილის მხარდამჭერად და გულშემატკივრად", - აცხადებს რამიშვილი.
XS
SM
MD
LG