Accessibility links

logo-print
ავტორი: ლუკა მგელაძე

ყოველ წლიურად მეორდება ერთი და იგივე თვეები რიცხვებითურთ, (გარდა 29 თებერვლისა) მათ შორის წელსაც კვლავ დადგება მაისის 17 -ი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს დღე საკუთარი საკრალურობითა და სპილბერგისეული სცენარით აღარ განმეორდება.
ეს ერთი ჩვეულებრივი დღე 2013 წელს საქართველოსათვის არაჩვეულებრივად იქცა იმ მიზეზით, რომ ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა კვლავ მისცა გასაქანი კითხვას ჩვენს ცივილიზებულობაზე. ამ დღეს კვლავ გააქტიურდა შეგონება „არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია -რანი ვიქნებით“
ამ ფრაზებს ყველა მხარე თავისებურად განმარტავდა და განმარტავს, ნაწილი ახსნას უძებნის რანი ვყოფილვართ- ს, ნაწილი რანი ვართ-ს, ხოლო რანი ვიქნებით, ამ უკანასკნელზე ყველა მხარეში ბუნდოვანებაა.
შორს ვარ ადამიათა რწმენის დაცინვა, შეურაწყოფისაგან მჯერა, რომ თავისუფალ სამყაროში ყველას გააჩნია უფლება საკუთარი აზრის გამოხატვისა, ისევე როგორც ეს ჰქონდათ და ახლაც ააქვთ 17 მაისის კონტრ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მრავლად იყვნენ რუსთაველზე. მათ ააქვთ უფლება არ მოსწონდეთ საკითხი, თუმცა ძალადობა ეს რომ მიუღებელი და დაუშვებელია ნათლად განსაზღვრა პეტრე მოციქულის მაგალითზე ქრისტემ როცა უთხრა მას: „ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“.
მორალის კითხვა ჩემი „პროფესია“ არ არის მითუმეტეს ამის დაწერა, პირიქით ვეწინააღმდეგები, ვთვლი, რომ ხშირად მორალს ამორალურები ქადაგებენ. ნაწერში მინდა ჩემი ფიქრები გადმოვცე მოახლოებულ მისტიურ დღესთან დაკავშირებით და გამოვთქვა სურვილები, რომ ამჯერად ყველაფერი იქნება მშვდად, ყველა მხარისათვის, რადგან საქართველო არ არის ან ერთი ან მეორე მიმდინარეობის, საქართველო ყველასია და ისიც ცხადია, რომ ყველა ყველას ვერ დაემსგავსება.

ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ქცევას არ ცვლის სხვისი შეგონებების მიუხედავად, არც აგრესია აცვლევინებს ადამიანებს პოზიციებს, პირიქით აგრესია კიდევ უფრო მეტ აგრესიასა და მონდომებას იწვევს, ეს წლების განმავლობაში როგორც მარადისობის კანონი ისე ჩამოყალიბდა.
დაცინვა განსხვავებულ ადამიანზე ისევე უშედეგო და არასწორია, როგორც დაცინვა მორწმუნეზე, ეს ყველაფერი უკუ შედეგის მომტანია პიროვნებისა და მთლიანად ქვეყნისათვის, ზარალდება არა ვინმე სხვა, არამედ ქვეყანა და მისი მომავალი.
როცა წინა წლის მაისის მოვლენებს ვაკვირდებოდი ბევრ საკითხზე გავღიზიანდი. ყველაზე მეტად კი ჩამაფიქრა ლოზუნგმა: „ჩვენ გავირყვნებით“ მრავალმხრივი დაკვირვების შედეგად (და დაკვირვებებს მხოლოდ იმიტომ ვაწარმოებდი, რომ მაინტერესებდა, რატომ ფიქრობს ესე საზოგადოების ნაწილი) გამოიკვეთა ბირთვი კითხვებისა:
• როგორ შეიძლება ერი, რომლის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია რაიმემ გარყვნას? მეტადრე ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა.
• როგორ შეიძლება ქვეყნის უძველესი ისტორია რაიმე მოვლენამ წაშალოს და ზოგადად, როგორ შეიძლება მრწამსი ვინმემ შეგაცვლევინოს?
ადამიანის პიროვნება უცნაური ფენომენია, ის მზად არის ებრძოლოს ყველას, გარდა საკუთარი თავისა, ის მზად არის შეცვალოს მსოფლიო გარდა საკუთარი თავისა.
ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც მრავალ ასპექტში და კონკრეტულად მაისის მოვლენებშიც კიდევ ერთხელ გამოვლინდა, არის პოტენციური, ხშირად მითიური მოწინააღმდეგის ძებნა და საკუთარი უბედურების მასზე დაბრალება, გავს ეს მდგომარეობა გარკვეულ წილად სერვანტესისეულ ქარის წისქვილებთან ბრძოლას.
ცხოვრებაში პროგრესის მიღწევა თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის რელიგიურშიც უპირველესად დაფუძნებულია საკუთარი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, რომელიც სფეროების მიხედვით სხვადასხვა ქმედებებში აისახება: სწავლაში, ვარჯიშში, მარხვა-ლოცვასა და სხვა მრავალში. აქ უმთავრესი, დამოკიდებულებაა, რომლის შედეგადაც ადამიანი საკუთარ პიროვნებას ანვითარებს და ცდილობს გაიგოს უფრო მეტი ვიდრე იცოდა.

ამგვარი მიდგომის საპირისპიროდ, როცა საკითხი დგას პირიქით და ჩვენ არა ჩვენ თავში, არამედ სხვებში ვეძებთ წარუმატებლობის მიზეზს, როდესაც ჩვენ, არ ვცვლით ჩვენს თავს, არამედ ამისაკენ სხვებს მოუწოდებთ, იწვევს გაუგებრობებს და პრობლემებს, არ იცვლება სხვა და ჩვენც ჩვენის გატანას ხან რქებითა და ხანაც ტაბურეტებით ვცდილობთ.
საკუთარ თავში არჩახედვის სურვილი იწვევს სხვისადმი აგრესიას, მოუთმენლობას და ინფანტილიზმს, სწორედ ეს აყალიბებს აზრებსა და შეგრძნებებს, რომ ვიღაცა რაღაცას გართმევს და გეცილება, ეს მგდომარეობა შიშია და მისი გამძაფრებული ფორმა ფობია.
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ მთებს რომ უთხრათ გადადექი გადადგება - ეს ამონარიდი სახარებიდან არის, თუმცა ფაქტია ჩვენი რწმენის შემყურე ჩვენ მთებს ვერ ვდგამთ.
ვინც ისმენს ჩემ ამ სიტყვებს და არ აღასრულებს, მას გავს უგონო კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა თავისი სახლი - ეს ამონარიდიც ასევე სახარებისეულია და ნათლად განსაზღვრავს იმ მდგომარეობას, რაზეც ვსაუბრობ. სწორედ რომ არამყარობა და საკუთარი მრწამსის არასწორედ და ბუნდოვნად განსაზღვრა ხშირად ყოველგვარი ახლისადმი შიშსა და მოძულეობას იწვევს.

ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია და არავინ სხვა, შესაბამისად გარდაქმნის და განვითარების საწყისიც სწორედ პირადი პასუხისმგებლობის აღებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში პასუხისმგებლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, მარტივია, ორშაბათს აპროტესტებდე განსხვავებულ მიდგომებს ერის სიყვარულის სახელით, ხოლო სამშაბათს უყრუებდე „მოძმე“ ერის ქმედებებს შენი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობაა.

მე ამოვწურე ჩემზე მონდობილი ლიმიტი და ამით ვასრულებ. თავში დასმული კითხვა, ცივილიზებულობაზე, გარდამავალი თასივით იქცა საქართველოში, ხან ვლინდება ხან არა. მინდა იმედი დავიტოვო, რომ უახლოეს თვეებში ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენი სურვილი და პრეტენზია განვითარებულობაზე არა მითი არამედ რეალობაა, ჩვენ ვაჩვენებთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავებს, რომ წინა წლის მარცხი დღვანდელი გამარჯვების საწინდარია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG