Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მიხვდა ბუდა, რაც ვერ გაიგო პავლოვმა, უოტსონმა და უზნაძემ


ავტორი:შალვა შალვაშვილი

საქართველოში ბოლო დროს განსაკუთრებით გამძვინარებულმა ქსენო და ჰომოფობიამ,რელიგიურმა,კულტურულმა და სამოქალაქო შეუწყნარებლობამ სურვილი გამიჩინა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემატიკას ზოგადად თავისუფლების არსს შევხებოდი,რომელიც გადაიკვეთება უშუალოდ ბუდიზმთან(არა წმინდა რელიგიური კუთხით),როგორც მსოფლმხედველობასთან და გამომეხატა ჩემი სუბიექტური გააზრება ამ ფილოსოფიური სკოლის დამოკიდებულებისა თავისუფლების მიმართ და პარალელები გამევლო აღიარებულ სციენტურ სკოლების მცდელობასთან აეხსნათ ეს ფენომენი,შევეცადე თავისუფლების და ზოგადად თანგრძნობის არსი ერთმანეთთან დამეკავშირებინა და აგრესიისა და სამოქალაქო შეუწყნარებლობის მიზეზი ჩვენში არსებულ "სტერეოტიპულ აზროვნებაში" მეძია.
საბჭოთა მეცნიერმა ი.პავლოვის ფსიქო-ფიზიოლოგიის განვითარებაში უდავო დიდი წვლილი შეიტანა,ადამიანის ქცევისა და აზროვნების დეტალურად შესწავლაში,დიდი დახმარება გაუწია მეცნიერებას ადამიანის რეფლექტორული მოქმედების სიღრმისეულ გაგებაში,თავისი თეორიულ-ემპირიული მოღვაწეობითა და დაუზოგავი შრომით. ასევე დ.უზნაძე,რომელმაც ევრისტიკული მოდელი შესთავაზა მეცნიერებას ადამიანის ფსიქიკის ახლებურად გაგებაში.პავლოვ-ბიჰევიორიზმსა(ჯ.უოტსონი)და უზნაძის "განწყობის თეორიის" მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობს დეტერმინირებული ქცევის ზოგად ფორმულებში: ბიჰევიორიზმი-პავლოვი:S-R(სტიმული-რექცია), განწყობის თეორია(უზნაძე):S-G-R(სტიმული-განწყობა-რეაქცია). ორივე მოდელის ექსპერიმენტალური გამოცდილება და დამსახურება უდავოა და განწობის თეორიის მეტი ორიგინალურობის გათვალისწინებით.მაგარამ ამ ორივე სკოლამ შემოგვთავაზა ადამიანის ქცევის მკაცრი დეტერმინისტული მოდელები,რამაც ფაქტიურად თავისუფალი ნების ფენომენი ვერ ახსნა და რასაც მიხვდა გაუტამა ბუდა. უოტსონ-პავლოვ-უზნაძესთან შედარებით ბუდა ნაკლებად ერკვეოდა მთელ რიგ ფსიქო-ფიზიოლოგიურ საკითხებში,ფენომენებში,რაც ზემოთხსენებულმა მეცნიერებმა დეტალურად ჩამოაყალიბეს და ახალი,სპეციალური ტერმინოლოგია შეიმუშავეს,მაგრამ ის მათ მსგავსად მიხვდა ადამიანის ქცევისა და აზროვნების დეტერმინისტული სისტემის არსს. ოღონდ ის მიხვდა პავლოვისგან და უზნაძესგან განსხვავებით,რომ ადამიანის თავისუფალი ნება უმაღლესი ნერვიული სისტემის და ტვინის მუშაობის ფუნქციონირების პროცესში არ უნდა ეძება,რადგან იცოდა ამ სფეროდან სრულ ინდეტერმინიზმს ვერ მიიღებდა.როგორც ძველი ძენ-ბუდისტური გამოთქმა ამბობს:"როგორც საკუთარ თვალს საკუთარი თვალით ვერ დაინახავ,ისე გონებით გონებას ვერ განჭვრეტო". პავლოვი ალბათ ამას არასოდეს სერიოზულად არ მიიღებდა,თუმცა კვანტური ფიზიკის განვითარებამ ცხადყო "დამკვირვებილის პრინციპის" პრობლემატურობა,რამაც სერიოზულად დააფიქრა ყველა სფეროში მოღვაწე მეცნიერი,რადგან დამკვირვებელი(სუბიექტი) ყოველთვის ზემოქმედებს დასაკვირვებელ ობიექტზე და შეაქვს ცვლილება მასში და პირიქით.სწორედ ამ პრინციპს მიხვდა ადრეულ საუკუნეებში გაუტამა ბუდა და თანამედროვე მკვლევართა განსხვავებით თავისუფალი ნების საპოვნელად ტვინის და ნერვიული სისტემის მოქმედებას გასცდა,რითაც ის ცნობიერ,თავისუფალ,ადამიანად იქცა,რასაც მისი უმაღლესი ნერვიული სისტემის,რეფლექტორული პროცესების ბუნებრივი ტრანსფორმაცია მოყვა. მან პავლოვისგან განსხვავებით საკუთარ თავს,ადამიანებს და ცხოვრებას უბრალოდ თანაუგრძნო.თამაუგრძნო თავის თავს(მეფის შვილს),მდიდარს,ღარიბს,ჯანმრთელს,ავადმყოფს, ყველას და ყველაფერს,არა მათი კერძო,კონკრეტული პრობლემების გამო,არამედ თანაუგრძნო მათ და თავის თავს,როგორც განპირობებულ,დეტერმინირებულ,გაუცნობიერებელ არსებებს,მან თანაუგრძნო პავლოვსაც,თანაუგრძნო მთელ სამყაროს და სწორედ ამით განახორციელა ის განდგომა,დისტანცია საკუთარ გონებასთანაც,მან თანაუგრძნო საკუთარ "ბუდად" გაღვიძებასაც,რითაც ის თავისუფალ ადამიანად იქცა.მხოლოდ მან გაბედა ეთქვა კაცობრიობისთვის თავისუფლების ყველაზე დიდი ფორმულა:"სადაც არ უნდა გადაგეყაროთ,უმალ მომკვეთეთ თავი"...

P.S. თანავუგრძნოთ და გავუღიმოთ ჩვენივე თავებს და ერთმანეთს! გავიღიმოთ გულახდილად!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG