Accessibility links

logo-print

„შვილების“ პასუხი „მამებს“


ავტორი: თამარ კურატიშვილი

ჩვენ 90-იანები ვართ, თქვენ 60-იანები. თქვენ ამბობთ, რომ „დაკარგული თაობა“ ხართ, რადგან გადაიტანეთ ომი შიგნითაც-გარეთაც და „ნაღებივით მოხადა ცხოვრებამ ნარჩევი ახალგაზრდები საქართველოს“. თქვენ თუ „დაკარგულები“ ხართ, ჩვენც „დაჩაგრულები“ ვართ, რადგან „მამებმა“ დაკარგული ტერიტორიები, დაშლილი სახელმწიფო და ჩაკეტილი საზოგადოება დაგვიტოვეს.
ჩვენ ვართ უგაზობაში, უშუქობაში, უწყლოობაში გაზრდილი თაობა, რომლისთვისაც ყველაზე სახალისო მოვლენა სკოლაში „სალიარკიანი“ ნახერხის დაყრა იყო. ჩვენ ვართ თაობა, რომლისთვისაც მშობლებს (თქვენ) არ ეცალათ; რომელსაც არავინ უხსნიდა, კინოს, თეატრის, ოპერის, თაროებზე შემოწყობილი უამრავი წიგნის დანიშნულებას. ჩვენ აღარ მოგვწონს „ბიძიების“ ნაშოვნი სამსახურები. არ ვხუჭავთ თვალებს შეცდომებზე, დანაშაულზე, უსამართოლობაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ლამაზი ქვეყანა და ქართველები კი ყველაზე მაგარი ერი არ ვართ. ჩვენ ტრანსპორტიდან ფურთხებით არ ვყრით „ციგნებს“. მიგვაჩნია, რომ განსხვავებული ორიენტაცია, რელიგია, მრწამსი, დასამალი არაა და აღარ ვაგრძელებთ იაღოვლობაზე ღადაობის ტრადიციას. აღარ ვეძებთ ქალიშვილებს, აღარ ვპატიობთ ღალატს, არ ვმალავთ კომფლიქტს ოჯახში... ჩვენ ხშირად ვერევით სხვის საქმეებში, რადგან „თუ შენ არ ჩაერიე სხვის საქმეში, არც ის ჩაერევა შენს საქმეში“.
ღირებულებათა გადაფასება ინტერნეტის ბრალი კი არა, _ დამსახურებაა... და შენ თუ fecebook-ი არ გაქვს მხოლოდ იმიტომ,რომ კომუნიკაციის პრობლემად მიგაჩნია, ჩვენ თუ არ ვი_google-ებით, არ ვარსებობთ.
ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც თავისი უნარებით ჩააბარა უნივერსიტეტში.
ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ხშირად სვამს კითხვებს და ითხოვს პასუხებს.
ჩვენ ვიქეცით თაობად, რომლისთვისაც არცოდნა არცოდვა აღარ არის.
ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ავტობუსში ბილეთს იღებს და ნაგავს ძირს არ ყრის.
ჩვენ ვართ თაობა, რომლისთვისაც უმოქმედობა დანაშაულია.
ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მხოლოდ კაცებისგან არ შედგება.
ჩვენ ინდივიდები ვართ და პატივს ვცემთ პიროვნებას. დღეს მე ილია ვარ, რადგან „ის,რაც მე მეხება, ჩემი უფლებაა, რაც შენ გეხება, ჩემი ვალდებულებაა“.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG