Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი ქართული სტანდარტით


ავტორი: ანი კალმახელიძე

თამარი ჩვიდმეტი წლის გათხოვდა… სიყვარულით. მას შემდეგ ოცდა ცხრა წელი გავიდა.
ცხოვრობს ასე : ჰყავს ორი შვილი, არის დიასახლისი…ამჟამად ემიგრანტი.
ამ სრული ქართული სტანდარტით თოთხმეტი წელია სარგებლობს .
გაუმართლა.. პატივისცემის ნიშანდ , უკვე ათი წელია ქმარმა მოწევას თავი დაანება.
ბედნიერი იყო.. უყვარდა... ისე, როგორც უყვართ პირველად.
თანაცხოვრების მესამე წელს , „კუხნიდან“ „სპალნაში“ შესულმა აღმოაჩინა,რომ ერთი თვეა ქმრის, მხოლოდ ,ზურგს უყურებს.
მას შემდეგ რაც, დრო ერთიდან სამ თვემდე გაიწელა და ორგანიზმიც აუჯანყდა, გადააბიჯა ქალურ-დედაშვილურ სწავლებას (არასოდეს ყოფილიყო სექსის ინიციატორი) და მორიდებით მიეფერა ქმარს.
თუმცა იმ წამსვე მიხვდა, ნათელა დეიდა მართალი იყო,როცა ეუბნებოდა :“კაცს არუნდა აგრძნობინო,რომ გენატრება და გიყვარს მასთან „იგი“,ეს ეჭვს და უნდობლობას იწვევს“. შესაბამისად -ეს აღარასოდეს გაანმეორებულა.
შესაბამისად -თამარი მოკვდა, როგორც ქალი.
თვრამეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ასაკი და პრობლემები გაორმაგდა.
ქმარ-შვილის დამშეული თვალები გადარჩენას სთხოვდა... და
წასვლაზე ფიქრიც დაიწყო.
ქმარს თვალებში შიმშილთან ერთად შიშიც ჩაუდგა ,იცოდა ვერ გადაიტანდა ძმაკაცების ალმაცერ ღიმილს.
თამარმა მოძებნა ადამიანები, რომლებსაც, არალეგალურად გადაყავთ ქალები საზღვარზე.აიღო პროცენტიანი ვალი და გამოაცხო ხაჭაპური...გზისთვის.
წავიდა და გაყვა შეგონება-დარიგების სრული პაკეტი, ოჯახის ღირსება,ქართული მანდილი და მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
არცერთი გადაცდომა არ ჰქონია.
მუშაობდა თვდაუზოგავად, ოჯახის სირცხვილ-ნამუსი,რომელიც გასატანს გულისხმობს ჭირსა და ლხინში– არ დაუკლია. შვილების განათლება,ბინის რემონტი და ბმვ X5(2008წლის მოდელი)– ქმრისთვის
ქმარმა გადაიტანა..

ახლა 49წლისაა, იცის, მისი ცხოვრების ნახევარი გავიდა.
გაიგო,რომ ქმარს ცოლის მოყვანა უნდა...
-„რთულია ამდენი წელი ცოლის გარეშე თამარ,შენ რაც გააკეთე შენ შვილებს გაუკეთე ,ბინა კი იცი ჩემია, მამაჩემმა დამიტოვა.მანქანა გიოს ქონდეს არაა პრობლემა“-ასე აუხსნა ქმარმა.
თამარმა ის კი იცის ,რომ კაცი ქალის გარეშე თოთხმეტი წელი „ვერ გაჩერდება“ .
ამაზე არასოდეს უდარდია.
დარდობს იმ ქალს, რომელიც გათხოვებიდან 3წლის თავზე მოკლა,თანაც საკუთარი ნებით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG