Accessibility links

ავტორი: გუჯა ბიძია

მოახლოვდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და დაიწყო..
წამოვიდა ვიდეო ჩანაწერები, ვიღაც გვითითებს ვიღაცისკენ თუ რაღაცისკენ.
ქრისტეფორე რომ არ ეშვება ანარქიას, ისე ჭირს ეხლა ამ ახალ ხელისუფლებას. ის ჭირი ჭირს რაც ძველს ჭირდა.
ვერ ეშვებიან ვიდეოკამერებს, მოსმენებს , ჩასაფრებებს, მეტი არაფერი არ უსწავლიათ და როგორ გინდათ იმუშაონ?!
ის ექსპერტები და მოქალაქეები მაცოდინა ნეტა, ვისაც ეთათბირება და ეთათბირება დღე და ღამ პრემიერი?, ანდა სიზმრის დანარჩენი მინისტრები .
ან როდის ასწრებენ კაცო, ეს მინისტრები, მაგათთან თათბირს და თუ ასწრებენ , საქმეს როდის აკეთებენ?
გამოდის, ამათ ყველას სულ მცირე , ერთი ,ორი ჭკუის მასწავლებელი ექსპერტი მაინც ჰყავთ... ამბობენ პრაფესიონალებიო, იმნაირები - ერთ, ორ "სმეშნოი" რამის რჩევას არასდროს რომ არ დაამადლიან მთავრობის წევრებს, პრემიერის თამადობით, და თქვე ჩემი ცოდვით სავსეებო, თქვენკენ პირი მიქნია მთავრობავ.. თუ მთავრობა კი არა და მრჩეველთა საბჭოს ქვედანაყოფი ხართ, თუ პარლამენტის მიღებულ კანონებს თქვენი ექსპერტები ფეხებზე იკიდებენ და ხან ერთზე ჩაგაფიქრებენ, ეს კანონი ხომ არ შევცვალოთო და ხან მეორეზე, მაშინ რას გვაძუნძულეთ ჩვენ, ეს უკვე ოცნებააფეთქებული ხალხი მიტინგიდან მიტინგზე ,ოქტომბრამდე? ა? ბატონო? არ მესმის... ისინი აგვერჩია პირდაპირი არჩევნებით.
ან ის პარლამენტარები რაღას მიკეთებენ , თუ მაგათ მიღებულ კანონებს თქვენი ექსპერტები ერთ წუთში ანიორწყლებენ, რას მიკეთებენ რო ჩამიცუცქდნენ ამ ჩემს მამაქალაქში. ქუთაისში. აკლია ამ ქალაქს ჩაცუცქულები?
მაგათი გადამკიდე "სიმონ" ვეღარ მითქვამს ტაქსისტთან და რესტორანში. ერთი ტაქსში არ მსვამს, მეორე-მაგიდასთან, - დაკავებულიაო, ველოდებითო.
ტაქსისტი კარგი და თქვენ რას ელოდებით, რას?
გავიდა ორი წელიწადი, ვითმენთ, კიდე ორი უნდა მოვითმინოთო გვესმის.
ჩამოგვიკიდეთ მაღლა ჭერში მჩხავანა კატა და შევცქერით ჩვენც.
არც გინდათ მისი ჩამოღება, არ გაწყობთ. მტერი თუ არ გყავს უნდა გამოიგონოო -ნათქვამია და თქვენც ამ მჩხავანა კატას უნდა ეფეროთ.
არა? სისხლის უკანასკნელ წვეთებამდე უნდა ვებრძოლოთო?
უნდა გავანადგუროთო?
კომპრომატებითო?
მესმის..ესეც მესმის...
თქვენ კი გინდათ, მაგრამ თავმდაბლობის გამო არ აკეთებთ ამას, სახალხოდ , და ხან ერთი, ხან მეორე ზოროს ნიღაბ აკრული გვიტვირთავს იუტუბიზე ვიდეოებს, ვითომც და რამეს ახალს გვეუბნებით..მაგრამ აბა, მართლა ტყუილად ხომ არ გაჩერდებით, სინდისი გაწუხებთ ვითომ.
ეჰ..სად წავედი კაცო..
არა არის ასე, მესმის მაგრამ სხვა რამ არ მესმის. კვირაში რამდენი პარასკევი გაქვთ, მაგის დედაც ჯეკ..ქვისკენ პირი მიქნია და , კაცო.. და სანამ ის ქვები შეგვიგროვებია, გაანადგურეთ, თუ ანადგურებთ იმ ვიდეოკომპრომატებს, დაიჭირეთ ვინც დასაჭერია... არ გამოუშვათ, ვინც არგამოსაშვებია, დაგვასაქმეთ, ვინც დასასაქმებელია და ყველაფერი კანონიერად , და დროზე, ძმაო. რა პონტია?! ვითათბირებთო, დღეს ან ხვალეო , რა პოზიციაზე დავდგებითო.
ჰმ..ისიც გვახსოვს ყოფილმა პრემიერმა, ეხლა რომ პირველი მოქალაქეა , მაშინ თქვა, აი მაშინ ზარზეიმით რომ გაანადგურეს ერთი ცარიელი დისკი., მაშინ თქვა ..."ბანკში ხომ არ შეგვენახაო ვიდეო ჩანაწერებიო " არისო ასეთი შეხედულება ...ექსპერტისო ხო.
ბანკში არა, მაცივრის საყინულეში სჯობია., რას გეტყვით იცით, სხვა შეხედულება არის უკვე და, არ უნდა ამას ჟორდანიას სახელობის კლინიკაში ანალიზების აღება, ერთი მამის შვილია თუ არა ქოცი და ნაცი. და არ გინდათ ახლა რიჟა ბაზარი. და ჩვენ კიდე, უკვე ოცნებააფეთქებულ ხალხს-მეთქი, ის არ გვინდა , აი ის არ გვინდა რომ ვიღაცამ ბირჟაზე დგომისას იქნება, დომინოს თუ კარტის თამაშისას, სამუშაოზე თუ ქორწილში, ან გასვენებაში, ღვინის, დუდუკის თუ ქალის კაიფში მყოფებს, თქვენი თვითკმაყოფილი, ოცნებასრულებული სახის დამნახავებს, ჩვენ გადაფურთხებისას თუ შეგინებისას, და საერთოდ, ჰო საერთოდ, მიწის ზევით თუ მიწის ქვევით, სამ მეტრ სიღრმეში მყოფებს, ვინმემ ზურგზე ხელი დაგვადოს და გვითხრას:
გაიღიმე, ფარული კამერააო.
გაიგეთ?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG