Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდიანის“ ლიდერები სამიტზე განიხილავენ უკრაინის საკითხს


დღეს ჰააგის სამიტზე „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ყირიმის ანექსიას განიხილავენ. ბირთვული უსაფრთხოების საკითხი, რომელიც სამიტზე უნდა განხილულიყო, სრულად ჩაანაცვლა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის თემამ. როგორც „ბი-ბი-სის“ მიმომხილველები იტყობინებიან, ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილ „დიდი რვიანის“ ფორმატზე უარის თქმა გამოიწვევს მოსკოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გრძელვადიან იზოლაციას. ცოტა ხნით ადრე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლეონიდ პოლიაკმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა, მათ შორის ერთობლივი სამხედრო სწავლებები, დაეხმარება უკრაინას არ დაუშვას რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყება.
XS
SM
MD
LG