Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს უკრაინის თაობაზე


კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტელეფონით საუბრისას განიხილეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები. კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებმა გამოთქვეს კმაყოფილება უკრაინაში ეუთოს მისიის დამკვირვებლების მანდატის შეთანხმების თაობაზე. მისია განთავსდება კიევის გარშემო მდებარე ათ ქალაქში. ეუთოს მანდატი არ გავრცელდება ყირიმზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ეუთოს მანდატი ასახავს ახალ პოლიტიკურ და საკანონმდებლო რეალობას და არ შეიძლება გამოყენებული იყოს ყირიმსა და სევასტოპოლში, რომელიც რუსეთის ნაწილად იქცა“.
XS
SM
MD
LG