Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დროებითმა პრეზიდენტმა გასცა ბრძანება ყირიმიდან ჯარის გაყვანის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა ყირიმიდან უკრაინის სამხედრო შენაერთების გაყვანა. მისი განმარტებით, ბრძანება გაცემულია საფრთხის გამო, რომელსაც რუსი სამხედროები უქმნიან უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. უკრაინის ლიდერის ამ ბრძანებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსი ჯარისკაცები ხმოვანი ყუმბარებით და სროლით შეიჭრნენ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ფეოდოსიაში. ცნობებში არაფერია ნათქვამი დაჭრილების შესახებ. ეს ბაზა იყო ყირიმში ერთ-ერთი ბოლო სამხედრო ობიექტი, რომელზეც ჯერ კიდევ ფრიალებდა უკრაინის დროშა. რუსეთმა კონტროლი დაამყარა სამხედრო ბაზებზე ყირიმში და გასული კვირის მიწურულს შეიჭრა უკრაინის კიდევ ორ სამხედრო ობიექტზე.
XS
SM
MD
LG