Accessibility links

logo-print

ობამა: აშშ და ევროპა ერთი აზრის არიან, რომ რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ და ევროპა ერთი აზრისა არიან, რომ რუსეთისთვის საფასური უნდა მოჰყვეს ყირიმში მის ქმედებას. ამ შინაარსის განცხადება ობამამ გააკეთა ამსტერდამში, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ. ობამა შეეხო ასევე აშშ-ის და ევროპის ერთიან პოზიციას უკრაინის მთავრობის და ხალხის მხარდაჭერის საკითხში. მან ვაშინგტონისათვის მსოფლიოში უახლოეს პარტნიორებად მოიხსენია ნატოელი მოკავშირეები. ობამა დღესვე ჩადის ჰააგაში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მოგვიანებით ის მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდიანის“ სამიტშიც: აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, იტალიის, იაპონიისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად იმსჯელებს ზომებზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG