Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში ციხეში რჩება უფლებადამცველი, პატიმრობის ვადის გასვლის მიუხედავად


უზბეკეთში ციხეში რჩება ცნობილი უფლებადამცველი, ღანიხონ მამათხონოვი მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის წინ ამოიწურა მისი პატიმრობის ვადა. როგორც უფლებადამცველის ნათესავებმა კვირას უთხრეს ჩვენს რადიოს, 61 წლის მამათხონოვი ციხეში რჩება ამ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის ბრალდებით. კორესპონდენტების ცნობით, ასეთ განმარტებას ხშირად იძლევიან ოფიციალური პირები პოლიტიკური პატიმრების ციხეში დასატოვებლად, მათი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგაც. მამათხონოვს 2009 წელს მიუსაჯეს ხუთი წლით პატიმრობა მექრთამეობის და თაღლითობის ბრალდებით. მოგვიანებით მას ნახევარი წლით შეუმცირეს პატიმრობის ვადა. ის 10 მარტს უნდა გაეთავისულებინათ. უფლებადამცველის მხარდამჭერები ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG