Accessibility links

მარგველაშვილმა უმასპინძლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მიიღო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი იყო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე, ალიანსთან დაახლოების ფორმატებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მარგველაშვილმა კვლავ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელებისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წარმომადგენლებმა ალიანსთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
XS
SM
MD
LG