Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი მზად არის, უპასუხოს მსოფლიო ლიდერების შეკითხვებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მზად არის მსოფლიო ლიდერების შეკითხვებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად დაბარების თაობაზე, ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში უპასუხოს. ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ლობისტური კომპანიები და ევროპასა, თუ ამერიკაში შექმნას მცდარი განცდა, თითქოს დასაკითხად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დაიბარეს. „თუმცა, ჩვენ მხარეს არის ძლიერი სიმართლე და არც ერთი შეკითხვის არ გვეშინია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ ჰააგის სამიტის ფარგლებში მსოფლიოს ლიდერები და ჟურნალისტები შეკითხვას დასვამენ, მზად არის ინტერპრეტაციების დასასრულებლად პასუხი პირადად გასცეს. "თუ ჩვენ მძიმე შეკითხვებზე თვალი დავხუჭეთ, სამართლიანობასა და დემოკრატიაზე საუბარი საერთოდ აღარ იქნება და არ მინდა ვიყო პრემიერი ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც უსამართლობას უწყობს ხელს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, თუ გამოძიებას ოდესმე მის მიმართაც გაუჩნდება შეკითხვები, პასუხისთვის მზად არის, რადგან ქვეყნის და ხალხის წინაშეა ვალდებული.
XS
SM
MD
LG