Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ერთგვარ რჩევად აღიქვამს საგარეო საქმეთა სამინისტრო


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად დაბარების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მეგობარი და პარტნიორი ქვეყნისგან ერთგვარ გამოხმაურებად და რჩევად აღიქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ამის შესახებ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისი თქმით, ქართული მხარეც ეთანხმება იმას, რომ კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს და დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. „შესაძლოა, გარედან რაოდენობრივად შთამბეჭდავად ჩანდეს ყოფილი პრეზიდენტისადმი შეკითხვები ათამდე სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს მაღალი ინტერესი, მიმდინარეობს გამოძიება და თუკი ლეგიტიმური და გამჭვირვალე შეკითხვები არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ, ალბათ, მათ პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ინფორმირების შედეგად საქართველოს პარტნიორებს პასუხგაუცემელი შეკითხვები არ დარჩებათ. შეკითხვას, ხომ არ შეუშლის მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად დაბარება ხელს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დავით ჯალაღანიამ უპასუხა, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები ეჭვქვეშ არ დამდგარა არც საქართველოს ხელისუფლების დაარც პარტნიორების მხრიდან და მათთან მიმდინარე ოფიციალური დიალოგი აჩვენებს, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს.
XS
SM
MD
LG