Accessibility links

რუმინეთის პრეზიდენტი: ნატომ უნდა შეცვალოს რესურსების დისლოკაცია


რუმინეთის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს აზრით, ნატომ უნდა შეცვალოს თავისი რესურსების დისლოკაცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამ თემას ბასესკუ შეეხო ორშაბათს ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბირთვული უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით ჰააგაში გამგზავრებამდე. ბასესკუს არ უთქვამს, კონკრეტულად რას ითვალისწინებს მისი წინადადება, რომელზეც ჰააგის სამიტის მონაწილეებს ესაუბრება. რუმინეთში შეშფოთებას იწვევს ვითარება მეზობელ მოლდავეთში, რომლის ორ სეპარატისტულ რეგიონსაც - დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას - რუსულენოვანი მოსახლეობა ჰყავს. შიშობენ, რომ რუსეთმა ისინი შესაძლოა, ისევე დაიპყროს, როგორც ეს უკრაინის კუთვნილი ყირიმის შემთხვევაში მოხდა. რუმინეთი 2004 წელს შეუერთდა ნატოს, ხოლო 2007 წელს ევროკავშირის წევრიც გახდა.
XS
SM
MD
LG