Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელები


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ჰააგაში, ბირთვული სამიტის კულუარებში, ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი დეშჩიცა. სერგეი ლავროვმა შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა დეშჩიცასთან შეხვედრა. ლავროვის თქმით, რუსეთის აზრით, უკრაინას სჭირდება ფართო საკონსტიტუციაო რეფორმა ყველა რეგიონის მონაწილეობით. ამას ჩვენ უკრაინლ მმართველსბ ვერ დავაძალებთ, მაგრამ, ამის გარეშე, უკრაინას, ლავროვის თქმით, გაუჭირდება ღრმა საშინაო კრიზისის გადალახვა. მანვე განაცხადა, რომ დეშჩიცას გაუზიარა რუსეთის მოსაზრება რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უკრაინის პარლამენტის მიერ არჩეული ლიდერების მიერ რათა შედგენს ნამდვილი სრულიად უკრაინული დიალოგი, თქვა ლავროვმა.
XS
SM
MD
LG