Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში „დიდმა შვიდეულმა“ მომავალი შევხედრის ადგილად სოჭის ნაცვლად ბრიუსელი განსაზღვრა


სამრეწველო თვალსაზრისით წამყვანი შვიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჰააგაში, სადაც ისინი ჩავიდნენ ბირთვულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, გადაწყვიტეს, რომ მათი მომავალი შეხვედრის ადგილი იქნება არა სოჭი, არამედ ბრიუსელი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, იტალიის, იაპონიისა და ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად იმსჯელა იმ ზომებზე, რომლებიც რუსეთის მიმართ უნდა გატარდეს ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკომისიის თავმჯდომარე, ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის პრეზიდენტი, ჰერმან ვან რუმპე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ არის ახლა რუსეთში შეხვედრის პოლიტიკური ვითარება. თეთრი სახლის წარმომადგნელმა მერი ჰარფმა ვაშინგშონში შემდეგი განაცხადა: :ცხადია, რომ განვაგრძნობთ რუსეთის იზოლაციას "დიდი რვიანიდან", რადგან ვერ ვხედვათ რუსებთან შეხვედრის საფუძველს მათი ახლანდელი ქმედებების გამო. ჩვენ მოქმედების კოორდინაცია მოხდება "დიდ შვიდეულშ", მათ შორის ის ქმედედებისაც, რომლებიც გულისხმობს სანქციებს და ფართო ქმედებას რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, თუ ისინი გააგრძელებენ ვითარების გამწვავებას".
XS
SM
MD
LG