Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი შვიდეული" სანქციებით დაემუქრა რუსეთს


„დიდმა შვიდეულმა“ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინის დესტაბილიზაციის გაგრძელების შემთხვევაში, მას სანქციები დაუწესდება. ორშაბათს, ჰააგაში შეხვედრის შემდეგ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს განცხადება. მათ დაგმეს „რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ყირიმის უკანონოდ ანექსიის მცდელობა“. „დიდმა შვიდეულმა“ გადაწყვიტა აგრეთვე, რომ შეაჩეროს რუსეთთან „დიდი რვიანის“ ფარგლებში თანამშრომლობა, ვიდრე მოსკოვი „კურსს შეცვლის“. ეს ნიშნავს, რომ „დიდი რვიანის“ სამიტი, რომელიც ივნისში სოჭში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.
XS
SM
MD
LG