Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რადიო თავისუფლების ბაღდადის ბიუროს ხელმძღვანელის მკვლელობა


აშშ-მა დაგმო ცნობილი ერაყელი რადიო-ჟურნალისტის მკვლელობა. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბაღდადის ბიუროს ხელმძღვანელი მოჰამედ ბდაივი ოვაიდ ალ-შამარი შაბათს ბაღდადში მოკლეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორშაბათის განცხადებაში ალ-შამარის სიკვდილი „მთელი ერაყისთვის მნიშვნელოვან დანაკარგად“ არის შეფასებული. კვირას ჟურნალისტის მკვლელობის გასაპროტესტებლად ერაყის რამდენიმე ათეული გაზეთის გამოცემა შეჩერდა. ალ-შამარი ბაღდადში პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელთან მოკლეს. ერაყის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა იმ პირის ამსახველი კადრები, რომელიც პოლიციამ ალ-შამარის მკვლელობის ბრალდებით დააკავა მას შემდეგ, რაც შაბათს პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და მკვლელის დაკავების ბრძანება გასცა.
XS
SM
MD
LG