Accessibility links

logo-print

"მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ნაწილების ძებნა გადაიდო უამინდობის გამო


ცუდმა ამინდმა 25 მარტს ინდოეთის ოკეანეში დაგეგმილი დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის ნაწილების სამძებრო სამუშაოების გაუქმება გამოიწვია. მალაიზიიის ხელისუფლება ახლა უკვე დარწმუნებულია, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა და მასზე მყოფი 239 ადამიანი დაიღუპა. ორშაბათს მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკმა განაცხადა, რომ „მალაიზიის ავიახაზების“ რეისი MH370 ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩავარდა. „ბოინგ 777“-ის ნაწილების პოვნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თვითმფრინავის მიერ კურსის მკვეთრად შეცვლის მიზეზების გარკვევას. რეისი MH370 სამოქალაქო რადარიდან 8 მარტს, აფრენიდან საათზე ნაკლებ დროში გაუჩინარდა, როცა პეკინიდან კუალა ლუმპურისკენ მიფრინავდა.
XS
SM
MD
LG