Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში საარჩევნო კომისიის ოფისი ააფეთქეს


ავღანელმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა ქაბულში მდებარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი ოფისი ააფეთქეს. პოლიციის ცნობით, კომისიის შენობა ქაბულში, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის აშრაფ განის საცხოვრებელ სახლთან მდებარეობს. მსხვერპლის შესახებ არაფერია ცნობილი. თავდასხმაზე, რომელიც სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. აშრაფ განი, ავღანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, აფეთქების დროს შინ არ იმყოფებოდა. კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა კუნარის პროვინციაში, სადაც სამმა თვითმკვლელმა ქაბულბანკის ფილიალში შეღწევა მოახერხა. აფეთქების დროს ტერორისტების გარდა ბანკის სამი მცველი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG