Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთის მოქმედება ყირიმში ევროპის უშიშროებას უქმნის საფრთხეს


აშშ-მა ბრალად დასდო რუსეთს ყირიმის ანექსიით ბუდაპეშტის 1995 წლის მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. ამ მემორანდუმით უკრაინას სუვერენიტეტის და უსაფრთხოების გარანტია მისცეს. ჰააგაში, ბირთვულ სამიტზე მიღებულ ერთობლივ დოკუმენტში აშშ და უკრაინა აცხადებენ, რომ „არ აღიარებენ ყირიმის ანექსიის რუსეთის უკანონო მცდელობას.“ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედება ყირიმში ძირს უთხრის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას და საფრთხეს უქმნის ევროპის უშიშროებას. ის მიესალმა უკრაინის 1994 წლის გადაწყვეტილებას, გაიტანოს ბირთვული იარაღის არსენალი თავისი ტერიტორიიდან და გაერთიანდეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, როგორც ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყანა. ეს განცხადება მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ნათქვამს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების ბედზე.
XS
SM
MD
LG