Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: ოკუპირებულ რეგიონებში საკმაოდ რეალურია ბირთვული კონტრაბანდის საფრთხე


საქართველოსთვის, რომელიც კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, ყველაზე მგრძნობიარე საკითხია ტერიტორიის დიდი ნაწილის, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის შავიზღვისპირეთის ოკუპირებიდან გამომდინარე საფრთხე - ამის შესახებ ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, სხვა რეგიონების მსგავსად, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, ან ძალიან სუსტია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც საკმაოდ რეალურია ბირთვული კონტრაბანდის საფრთხე. „ეს საკითხი პრობლემურია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც და მოგიწოდებთ, შემომიერთდეთ, რათა მას სათანადო ყურადღება დავუთმოთ”, - მიმართა სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მიზნებს, გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება კი თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული. პრემიერის განცხადებითვე, 2012 წლის სამიტის შემდეგ საქართველომ გაააქტიურა მუშაობა ქვეყანაში, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ბირთვული მასალების კონტრაბანდისა და ბირთვული ტერორიზმის პრევენციის მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს აცნობა, რომ საქართველომ გააფართოვა ბირთვული უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზა, განავითარა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გააღრმავა საერთაშორისო თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG