Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ცხრა ადამიანი დაიღუპა საარჩევნო კომისიაზე თავდასხმის შედეგად


ქაბულში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა საარჩევნო კომისიის ოფისზე თვითმკვლელი თავდამსხმელების მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, იერიში დაიწყო ორი აფეთქებით, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიაში შეიჭრა ხუთი შეიარაღებული პირი. პოლიციამ ალყა შემოარტყა შენობას, რასაც ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. უშიშროების ძალებმა ხუთი ექსტრემისტი მოკლეს. იერიში მოეწყო ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატ აშრაფ ღანის სახლის მახლობლად. საპრეზიდენტო არჩევნები 5 აპრილს გაიმართება. საარჩევნო კომისიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელიც აცხადებს, რომ ჩაშლის არჩევნებს.
XS
SM
MD
LG