Accessibility links

logo-print

ერაყში ძალადობამ 30-მდე ადამიანი შეიწირა


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, სამშაბათს სულ ცოტა, 29 ადამიანი დაიღუპა ძალადობის აქტების შედეგად. ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის დაჯახებას უშიშროების ძალების ბლოკ-პოსტთან, ბაღდადის გარეუბანში. დაიღუპა ცხრა ადამიანი. დანაღმულ ავტომანქანაში თვითმკვლელი იჯდა. ერაყში ძალადობა, რომლის ბოლოდროინდელი მასშტაბებიც ყველაზე დიდია 2008 წლის შემდეგ, წინ უსწრებს 2010 წლის შემდეგ პირველი საყოველთაო არჩევნების ჩატარებას მომავალ თვეში.
XS
SM
MD
LG