Accessibility links

ეგვიპტეში დაიწყო 700-მდე ისლამისტის სასამართლო პროცესი


სამშაბათს ეგვიპტეში დაიწყო 683 ისლამისტის, მათ შორის აკრძალულ ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ სულიერი ლიდერის, მუჰამედ ბადიეს სასამართლო პროცესი. ბრალდებები უკავშირდება 2013 წლის აგვისტოში გამართულ დემონსტრაციებს - მათ შორის არის პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციელის მკვლელობის ბრალდებებიც. ცენტრალური ეგვიპტის ქალაქ მინიაში ეს, მასობრივი გასამართლება დაიწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ამავე სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა დამხობილი ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის 500-ზე მეტ მომხრეს - სხვდასახვა ბრალდების, მათ შორის პოლიციელის მკვლელობის საფუძველზეც. სამშაბათს გაერომ დაგმო ეგვიპტის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ადამიანის უფლებათა საერთაშიროსო სამართლის დარღვევა უწოდა. ამასთან, გაერომ გამოთქვა შეშფოთება სხვებისთვისაც მსგავსი ბრალდებების წაყენების გამო.
XS
SM
MD
LG