Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: რუსეთი გაცილებით უფრო იზოლირებულია ახლა, ვიდრე საქართველოს გამო იყო


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი გაცილებით უფრო იზოლირებულია ახლა, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ, საქართველოში მისი ქმედებების გამო. ეს განცხადება ობამამ გააკეთა ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „რაც შეეხება ვითარებას უკრაინაში, ჩვენ არ ჩავბმულვართ რუსეთთან ომში - ვფიქრობ, წარსულში იყო ამის მნიშვნელოვანი პრეცედენტი - ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ არის იზოლირებული. სინამდვილეში რუსეთი გაცილებით უფრო იზოლირებულია ამ შემთხვევაში, ვიდრე იყო ხუთი წლის წინ საქართველოს გამო და უფრო იზოლირებულია, ვიდრე იყო უმეტესწილად XX საუკუნის განმავლობაში, როცა იყო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი“, განაცხადა ობამამ. მანვე გამოთქვა შეფასება, რომ მეზობლებისადმი რუსეთის მუქარა მომდინარეობს მისი არა სიძლიერიდან, არამედ სისუსტიდან. „უკრაინა არის ქვეყანა, რომელშიც რუსეთს ათწლეულებია - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ - აქვს უზარმაზარი გავლენა. ჩვენც მნიშვნელოვანი გავლენა გვაქვს ჩვენს მეზობლებზე. ჩვენ, ზოგადად, არ გვჭირდება ინტერვენცია მათთან მჭიდრო ურთიერთობისათვის. ის ფაქტი, რომ რუსეთმა აუცილებლად ჩათვალა სამხედრო ძალის გამოყენება და ფარდა აეხადა საერთაშორისო სამართლის დარღვევას, მიუთითებს ნაკლებ გავლენაზე და არა მეტ გავლენაზე“, აღნიშნა ობამამ.
XS
SM
MD
LG